ჩელსი, ნაპოლი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

დაიწუნეს - ჩელსი ოსიმენისთვის აღარ იბრძოლებს

ვიქტორ ოსიმენისთვის ბრძოლას „ჩელსი“ ნელ-ნელა ეთიშება. სერია ა-ს გასულ ტურში „ნაპოლი“ „მონცასთან“ დამარცხდა. აღნიშნულ დაპირისპირებას „არისტოკრატების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ და ნიგერიელი თავდამსხმელის თამაში არ მოეწონათ.

Il Mattino-ს ცნობით, ეს შეიძლება ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა „ლურჯებმა“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ოსიმენისთვის აღარ იბრძოლონ. „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი აქტიურობას აგრძელებს.

რამდენიმე თვის წინ, „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა დე ლაურენტისს დაუკავშირდა, მაგრამ ვიქტორის ტრანსფერზე უარი მიიღო. მცდელობა ახლაც მიმდინარეობს და Goal.Com-ის ინფორმაციით, „წითელი ეშმაკები“ დანებებას არ აპირებენ. ამის პარალელურად, ნიგერიელის გადაბირება „პარი სენ ჟერმენს“ და „ბაიერნსაც“ სურს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა თავდამსხმელმა გაიბრწყინა და „ნაპოლის“ წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა. ოსიმენმა სერია ა-ში 29 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავს მოგაძრობ“ - ტორესისა და არბელოას დაპირისპირება მადრიდულ დერბიში
„თავს მოგაძრობ“ - ტორესისა და არბელოას დაპირისპირება მადრიდულ დერბიში