ნაპოლი, მანჩესტერ იუნაიტედი, კიმ მინ-ჯე
Aa
Aa

მანჩესტერთან კონტრაქტს ხელს მალე მოაწერს - ცნობილია სატრანსფერო ღირებულება

კიმ მინ-ჯეს საგა დასასრულს უახლოვდება. CalcioNapoli-ს ინფორმაციით, სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს არის. წყაროს ცნობით, ყველაფერი მზად არის და კიმმა მხოლოდ კონტრაქტს უნდა მოაწეროს ხელი.

ნეაპოლში კი მის გასაშვებად უკვე მზად არიან. სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევრო იქნება. აღნიშნული თანხა გამოსასყიდი გახლავთ. გაურკვეველი მიზეზების გამო, დე ლაურენტისმა საკუთარ ფეხბურთელს კონტრაქტში უფრო მეტი თანხა არ ჩაუწერა.

შეგახსენებთ, რომ კიმი „ნაპოლის“ გასულ წელს 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და ყველა გააოცა.

მასთან ერთად „პარტენოპეის“ დაცვის ხაზი გაცილებით საიმედო გახდა. რეალურად, 26 წლის უკანახაზელმა კალიდუ კულიბალის წასვლა ყველას დაავიწყა.

შეგახსენებთ, რომ კიმ მინ-ჯემ „ნაპოლის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 43-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლიმონი უჯრაში და გაკონის ტესტი - პოჩეტინო ჩელსიში აურის გაწმენდას გეგმავს
ლიმონი უჯრაში და გაკონის ტესტი - პოჩეტინო ჩელსიში აურის გაწმენდას გეგმავს