ნიკოლა იოკიჩი
Aa
Aa

NBA: იოკიჩის სამმაგი დუბლი - დენვერი ნახევარფინალშია

გამთენიისას NBA-ში პლეი-ოფების მორიგი შეხვედრები გაიმართა. დასავლეთ კონფერენციაში „დენვერ ნაგეთსმა“ „ფინიქს სანსი“ 125:100 დაამარცხა, სერია 4:2 მოიგო და კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა.

„დენვერიდან“ ტრადიციულად ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 32 ქულა, 10 მოხსნა და 12 გადაცემა. დენვერელთა შორის 5 მოთამაშეს მინიმუმ 10 ქულა ჰქონდა. გუნდურმა თამაშმა კი მათი გამარჯვება განაპირობა.

„ფინიქსის“ რიგებში ქემერონ პეინი გამოირჩა, რომელმაც 32 ქულა ჩააგდო. კევინ დურანტს 23 ქულა ჰქონდა. კეიდისგან ამ შეხვედრაში მეტს ელოდნენ.

ამრიგად, „დენვერი“ კონფერენციის ნახევარფინალშია და მისი მეტოქე „გოლდენ სტეიტსა“ და „ლეიკერსს“ შორის გამარჯვებული იქნება.

აღმოსავლეთ კონფერენციაში „ფილადელფიამ“ მოედნის უპირატესობა ვერ გამოიყენა და შინ „ბოსტონთან“ 86:95 დამარცხდა.

„სიქსერსიდან“ ჯოელ ემბიდი გამოირჩა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 26 ქულა, 10 მოხსნა. „ბოსტონმა“ კი გუნდური კალათბურთი ითამაშა და ხუთმა მოთამაშემ 10 და მეტი ქულა მოაგროვა. ყველაზე მეტი 22 მარკუს სმარტს ჰქონდა.

15 მაისს ბოსტონში სერიის მე-7 შეხვედრა გაიმართება და გამარჯვებული გამოვლინდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლეგენდარული ოთარ ქორქიას, დაბადებიდან 100 წელი გავიდა
ლეგენდარული ოთარ ქორქიას, დაბადებიდან 100 წელი გავიდა