ჯანფრანკო ძოლა
Aa
Aa

„ჩემს ნაპოლიზე უკეთესი გუნდია“ - ძოლა კვარას პარტენოპეიზე

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ჯანფრანკო ძოლამ ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიზე“ ისაუბრა. ძოლამ ინტერვიუ Il Mattino-ს მისცა და განაცხადა, რომ იტალიელი სპეციალისტის გუნდი მის „პარტენოპეიზე“ უკეთესია.

„ნაპოლიმ წარმატებას მაღალი დონის ფეხბურთით მიაღწია. სპალეტის ბიჭები სიამოვნებას იღებენ, ბევრი გოლი გააქვთ და დაცვაში კარგად თამაშობენ. ისინი ყველა კომპონენტში შესანიშნავი არიან და ეს სეზონი ისტორიას დიდი ხნის განმავლობაში დარჩება. ზოგჯერ გუნდი მინიმალური უპირატესობით იგებს, რადგან საუკეთესო დაცვა ჰყავს, მაგრამ ნაპოლი გამონაკლისია და ყველა ასპექტში ძლიერია.

ნაპოლის სტილმა ევროპა დაიპყრო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, განსხვავებას ფეხბურთელები ქმნიან და პარტენოპეის ოსიმენი აკლდა. სპალეტის გუნდი ჩემს ნაპოლის მახსენებს, რომელმაც 33 წლის წინ სკუდეტო მოიგო. ამ ნაპოლიში საოცარი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც ოსიმენი, კვარა და ლობოტკა არიან, მაგრამ პარტენოპეის მთავარი ძლიერი მხარე გუნდურობაა და ვფიქრობ, ამ მხრივ, ჩვენს ნაპოლიზე ძლიერებიც არიან“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი და „ნაპოლის“ 83 ქულა აქვს. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 14 მაისს გამართავს და სტუმრად „მონცას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი პრემიერ ლიგიდან | კლუბები, რომლებიც მამარდას აქტიურად აკვირდებიან
ინტერესი პრემიერ ლიგიდან | კლუბები, რომლებიც მამარდას აქტიურად აკვირდებიან