15 მილიონს ითხოვენ | მეცის გეგმები მიქაუტაძესთან დაკავშირებით
ცნობილმა ჟურნალისტმა, მოჰამედ ტუბაშ-ტერმა ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ტუბაშ-ტერმა „მეცის“ თავდამსხმელზე, გიორგი მიქაუტაძეზე ახალი ცნობები შემოგვთავაზა და ფრანგული კლუბის გეგმებზე ისაუბრა.
ტუბაშ-ტერის მიხედვით, „მეცი“ მიქაუტაძის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს მოითხოვს. თუ გიორგის გუნდმა საფრანგეთის ლიგა 1-ის საგზური მოიპოვა, „მეცი“ ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართველი ფეხბურთელი დაიტოვოს. ლიგა 2-ის ტოპ 2 გუნდში ვერ მოხვედრის შემთხვევაში, „მეცი“ სიმშვიდეს შეინარჩუნებს და წინადადებებს დაელოდება.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს ბევრი მსურველი ჰყავს და ერთ-ერთი „ბარნლია“. „კლარეტების“ ინტერესს ტუბაშ-ტერიც ადასტურებს. „ბარნლის“ თავკაცი, ვენსან კომპანი განსაკუთრებულად აფასებს იმას, რაც მიქაუტაძეს შეუძლია, მის გუნდს შესძინოს და ერთ-ერთი ვარიანტი სწორედ პრემიერ ლიგაში ახლად აღზევებული გუნდია.
გეტყვით იმასაც, რომ „მეცს“ 62 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ბორდოს“ 3 ქულით ჩამორჩება. მიქაუტაძის გუნდის მომდევნო მეტოქე „გრენობლი“ გახლავთ, ხოლო ჟირონდელები „ქუვილი რუენს“ დაუპირისპირდებიან.