ფიორენტინა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„შემოვიდა და მატჩის ბედი გადაწყვიტა“ - იტალიური მედიის შეფასება

იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში, „ნაპოლი“ ჩემპიონის რანგში „ფიორენტინას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე პირველი ტაიმის მიწურულს, ტრავმირებული ირვინ ლოზანოს მაგივრად გამოჩნდა და მეორე ტაიმში შეუცვლელად ითამაშა. „ნაპოლიმ“ ერთადერთი გოლი სწორედ ხვიჩას მიერ მოპოვებული პენალტით გაიტანა, რომელიც ზუსტად  ვიქტორ ოსიმენმა შეასრულა.

კვარა VS ფიორენტინა

შეხვედრის დასრულების შემდეგ, იტალიურმა მედიამ კვარას თამაში შეაფასა:

CN24 – 7 ქულა: ბრწყინვალედ შემოვიდა. ჯერ ოლივეირა დატოვა მე-60 წუთზე სახიფათო ზონაში, შემდეგ კი შეხვედრაში მეორე პენალტი გამოიმუშავა. ყოველთვის სახიფათოა.

CN1926 – 7 ქულა: შევიდა და პენალტით თამაშის სცენარიც შეცვალა. გიჟური ხასიათი აქვს.

Tuttomercatoweb – 6.5 ქულა: მოედანზე იძულებით გამოჩნდა. სპალეტიმ მისი დასვენება გადაწყვიტა, თუმცა მოედანზე ტრავმირებული ლოზანოს მაგივრად შემოვიდა. მან სუფთა და კრისტალური კლასი შემოგვთავაზა და კლუბისთვის მეორე პენალტი მოიპოვა.

Tuttonapoli – 7 ქულა: შემოვიდა და უბრალოდ ჩვეული დრიბლინგები დაიწყო. ორმაგი დაცვით ცდილობდნენ შეჩერებას, თუმცა ხშირად ესეც არ გამოდიოდა, მაგალითად პენალტის დროს. კარგ სპრინტებს გვთავაზობდა და რამდენჯერმე შეძლო სახიფათო ეპიზოდის შექმნა.

Calciomercato – 7 ქულა: შევიდა და თამაშიც შეცვალა. როდესაც კარისკენ მიდის, მეტოქე მუდმივად რთულ სიტუაციაში ვარდება. მოიპოვა პენალტი, რომლითაც ოსიმენმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ 34 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ში 83 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უკონკურენტოა. „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრა 14 მაისს, სტუმრად „მონცას“ წინააღმდეგ ელის. მატჩი საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები