მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი, როდრიგო გოეში
Aa
Aa

6 ტიტული 475 დღეში - ანჩელოტის საინტერესო მიღწევა რეალში

ესპანეთის სამეფო თასის ფინალში მადრიდის „რეალმა“ „ოსასუნა“ 2:1 დაამარცხა. კარლო ანჩელოტის გუნდის მხრიდან როდრიგომ დუბლი შეასრულა, რომელმაც მეორე წუთზე ანგარიში გახსნა, 70-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. ერთადერთი საპასუხო გოლი ლუკას ტორომ 58-ე წუთზე შეაგდო.

AS-ი საინტერესო სტატისტიკას ავრცელებს, კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით „რეალმა“ 475 დღეში 6 ტიტული მოიგო, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე სწრაფი შედეგია. სხვა მწვრთნელის დროს „რეალს“ ამ პერიოდში 6 ტიტული არ მოუპოვებია.

ანჩელოტი „რეალში“ 2021 წლის ივნისში დაბრუნდა. მას შემდეგ მადრიდულმა გრანდმა შემდეგი ტურნირები მოიგო: ესპანეთის სუპერთასი (2022 წლის იანვარი), ლა ლიგა (2022 წლის აპრილი), ჩემპიონთა ლიგა (2022 წლის მაისი), ევროპის სუპერთასი (2022 წლის აგვისტო), მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2023 წლის თებერვალი), ესპანეთის სამეფო თასი (2023 წლის მაისი).

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ნახევარფინალში „რეალი“ „მან. სიტის“ 9 მაისს უმასპინძლებს. საპასუხო შეხვედრა 17 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები