კრიშტიანუ რონალდუ, ალ-ნასრი
Aa
Aa

ფერდინანდი: რონალდუ კარიერის შემდეგაც ასეთი იქნება, თავისი თავი ძალიან უყვარს

რიო ფერდინანდს არ სჯერა, რომ კრიშტიანუ რონალდუ კარიერის დასრულების შემდეგ ფიზიკურ ფორმას დაკარგავს.

„ის არ შეიცვლება. რომ იცოდეთ, თუ რამდენად პატივმოყვარეა კრიშტიანუ და რამდენად უყვარს მისი გარეგნობა და რამდენად სურს, რომ გამოიყურებოდეს მშვენივრად. ასე რომ მის გარეგნობაში დიდი ცვლილებები არ იქნება“, - თქვა რიო ფერდინანდმა.

ფერდინანდს გაეცინა, როცა ჰკითხეს, მოელოდა თუ არა კრიშტიანუ რონალდუს ფიზიკური ფორმის შეცვლას ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ.

„ოჰ არა, მე მას დავარტყამ! მართალი გითხრათ, არა მგონია, თავს ამის უფლება მისცეს. ეს, რომ გააკეთოს ვცემ.

დიდ ფულს გადავიხდიდი იმის სანახავად, რომ მის მუცელზე ზედმეტი კილოგრამები მენახა, როგორ ვერ ხედავს ის ქამრის ბოლთას და ძლივს ხედავს ფეხის თითებს და როგორ იდებს ხელს მუცელზე ლუდის სმის დროს“,

- თქვა რიო ფერდინანდმა FIVE პოდკასტზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრი მატჩის ბედი გადაწყვიტა“ - ნაპოლის კაპიტანი კვარას აქებს
„ბევრი მატჩის ბედი გადაწყვიტა“ - ნაპოლის კაპიტანი კვარას აქებს