ხვიჩა კვარაცხელია, დიეგო მარადონა, ვიქტორ ოსიმენი, კიმ მინ-ჯე, ჩირო ფერარა, ჯანფრანკო ძოლა, სტანისლავ ლობოტკა
Aa
Aa

კვარა ლეგენდების გვერდით - ტოპ 11 სკუდეტოს მომგები ნაპოლის გუნდებიდან

„ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონობა 3-ჯერ აქვს მოგებული და Football Italia-მ „პარტენოპეის“ იმ 3 გუნდისგან, რომლებმაც „სკუდეტო“ დაისაკუთრეს, სიმბოლური ნაკრები შეადგინა. საუკეთესო თერთმეტეული 3-5-2 ტაქტიკაზეა აწყობილი და მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელიას ვხედავთ.

„თუ არის ვინმე, ვინც დიეგო მარადონას სული თანამედროვე გუნდში ჩააქსოვა, ეს უეჭველად ქართველი ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელიაა. კვარა მარადონასნაირი მაგიური არ ყოფილა (დიეგოსნაირი მაგიური საერთოდ არავინ ყოფილა), მაგრამ ბრწყინვალე შენაძენი ნამდვილად იყო, რომელმაც ლორენცო ინსინიეს წასვლის შემდეგ გაჩენილი სივრცე შეავსო. ხვიჩა არაპროგნოზირებადი და მდიდარი წარმოსახვის მქონე ფეხბურთელია. მას გოლები რეგულარულად გაჰქონდა და ტიტულისკენ მიმავალი დიდებული მარშისას ასისტებსაც არიგებდა“, - წერს იტალიური გამოცემა.

Football Italia-ს სიმბოლური ნაკრები ჯანკარლო რინალდიმ შეადგინა, რომელსაც იტალიურ ფეხბურთზე რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი და ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ჟურნალისტად ითვლება. ხვიჩას მხარდამხარ საუკეთესო თერთმეტეულში მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები მოხვდნენ.

მეკარე: კლაუდიო გარელა

მცველები: კიმ მინ-ჯე, ალესანდრო რენცი, ჩირო ფერარა.

ნახევარმცველები: ფერნანდო დე ნაპოლი, სტანისლავ ლობოტკა, დიეგო მარადონა, ხვიჩა კვარაცხელია (მარცხენა გარემარბი), ჯანფრანკო ძოლა (მარჯვენა გარემარბი).

თავდამსხმელები: ანტონიო კარეკა, ვიქტორ ოსიმენი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აქვე გეჩხუბები“ - ფანმა სცადა, მერაბთან ეჩხუბა, მანქანამ ყურადღება არ მიაქცია
„აქვე გეჩხუბები“ - ფანმა სცადა, მერაბთან ეჩხუბა, მანქანამ ყურადღება არ მიაქცია