საჩემპიონო ზეიმისას ნეაპოლში 1 გულშემატკივარი გარდაიცვალა
Aa
Aa

საჩემპიონო ზეიმისას ნეაპოლში 1 გულშემატკივარი გარდაიცვალა

33-წლიანი ლოდინის შემდეგ, „ნაპოლიმ“ სკუდეტო ისტორიაში მესამედ მოიგო. „უდინეზესთან“ ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ, ნეაპოლში საჩემპიონო ზეიმი და სრული სიგიჟე დაიწყო, სიტუაცია უმართავი გახდა და როგორც იტალიური პრესა იუწყება, 1 ადამიანი გარდაიცვალა.

La Repubblica-ს ცნობით, საჩემპიონო აღნიშვნისას გვიან ღამით 26 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებებით 4 ადამიანი ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

ასევე რამდენიმე გულშემატკივარს პიროტექნიკის აფეთქების შედეგად სხეულზე მძიმე დაზიანებები აქვთ მიღებული და ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მატჩის შემდეგ ნეაპოლში სრული სიგიჟე დაიწყო. მთელი ქალაქი ლურჯი მაისურებით მთელი ღამე ზეიმობდა. სიტუაცია კი კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა.

33-წლიანი პაუზის შემდეგ მოპოვებული საჩემპიონო ზეიმი ნეაპოლში ამ დრომდე გრძელდება და სავარაუდოდ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენი: სკუდეტოს ნეაპოლელებზე მეტად არავინ იმსახურებდა
ოსიმენი: სკუდეტოს ნეაპოლელებზე მეტად არავინ იმსახურებდა