ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

დამალული მიკროფონით მონცასთან მატჩზე | ჟოზეს უცნაური გადაწყვეტილება

სერია A-ს 33-ე ტურში, ჟოზე მოურინიოს „რომა“ სტუმრად „მონცას“ დაუპირისპირდა. „ჯალოროსიმ“ 3 ქულა ვერ აიღო და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ, „რომას“ თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ საინტერესო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ დამალული მიკროფონი ეკეთა.

„სულელი არ ვარ. მატჩზე მიკროფონით მივედი და გასახდელის დატოვებიდან, დაბრუნებამდე რაც მოხდა, ყველაფერი ჩავიწერე. სხვა გზა არ მქონდა, თავი უნდა დამეცვა. ამბობენ, რომ, როცა მთავარი მსაჯი დანიელე ორსატოა, რომა ვერ იმარჯვებს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ორსატო მატჩს ყოველთვის აკონტროლებს. იგი მშვიდადაა და არასდროს ბრაზდება. დღევანდელი მატჩის არბიტრს კი მსაჯობის არაფერი ეტყობა. ის ძალიან სწრაფად ბრაზდება, როცა რეფერი პირიქით უნდა იქცეოდეს“.

ცნობისთვის, „რომასა“ და „მონცას“ მატჩის მთავარი არბიტრი დანიელე კიფი გახლდათ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელმა სპეციალისტმა მას ყველაზე ცუდი მსაჯი უწოდა, რომელიც კარიერაში უნახავს. მოურინიოს თქმით, იგი ფეხბურთელებთან არანაირ კავშირს არ ამყარებს და ემპათიით საერთოდ არ გამოირჩევა.

სხვათა შორის, გასულ მარტში, მოურინიო სხვა მსაჯს, მარკო სერას დაუპირისპირდა და მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ არბიტრმა მას შეურაცხყოფა მიაყენა. ჟოზემ სერია A-სგან აუდიოჩანაწერი მოითხოვა, მაგრამ განუცხადეს, რომ ფაილი ხელმისაწვდომი არ იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია თუ ლეაუ? - რას ამბობს DAZN-ის ჟურნალისტი
კვარაცხელია თუ ლეაუ? - რას ამბობს DAZN-ის ჟურნალისტი