რაფინია
Aa
Aa

ნიუკასლი რაფინიაში 80 მილიონს იხდის - ბარსა ტრანსფერს განიხილავს

„ნიუკასლი", რომელსაც სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს და გაისად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს უმიზნებს „ბარსელონას" გარემარბით რაფინიას შეძენით არის დაინტერესებული.

როგორც ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი ჟერარ რომერო ამბობს, კატალონიურმა კლუბმა ბრაზილიელისთვის სიტყვიერი შეთავაზება „ნიუკასლიდან“ უკვე მიიღო. ბრიტანელები მზად არიან შემტევის სანაცვლოდ დაახლოებით 80 მილიონი ევრო გადაიხადონ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონამ“ შესაძლოა რაფინია „არსენალში“, „ნიუკასლში“ ან „ტოტენჰემში“ გაყიდოს, რათა ლიონელ მესის დარეგისტრირება შეძლოს.

გასულ ზაფხულს რაფინია „ბარსელონაში" „ლიდსიდან" 58+7 მილიონ ევროდ გადავიდა.

მიმდინარე სეზონში 26 წლის გარემარბის ანგარიშზე „ბარსას“ მაისურით ჩატარებულ 45 მატჩში 10 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუნდში მხოლოდ 1 მეგობარი ჰყავს - ბაიერნმა მანეს გაყიდვა გადაწყვიტა
გუნდში მხოლოდ 1 მეგობარი ჰყავს - ბაიერნმა მანეს გაყიდვა გადაწყვიტა