ლევან გორგაძე
Aa
Aa

განახლებული ბანძუკე | რომელ ადგილზეა ტოჩინოშინი

იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე გამოაქვეყნა და მაისის ბაშოს წინ, სუმოტორთა რეიტინგი შემოგვთავაზა. 2023 წლის მესამე სუპერტურნირი ტოკიოში გაიმართება, „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლე უმასპინძლებს და 14 მაისს დაიწყება.

განახლებული ბანძუკეს გამოქვეყნების შემდეგ, ქართველი სუმოტორის, ლევან გორგაძის პოზიციაც ცნობილი გახდა. ტოჩინოშინმა გასული ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა და ჯურიოს დივიზიონის მე-5 ნომრამდე ჩამოქვეითდა.

მოახლოებული სუპერ ტურნირის წინ, ერთი იოკოძუნა გვყავს - ტერუნოფუჯი. ოძეკის წოდებით დოჰიოზე ტაკაკეიშოს ვიხილავთ. სეკივაკეს სტატუსით მაყურებლის წინაშე 4 სუმოტორი წარდგება: კირიბაიამა, ჰოშორიუ, დაიეიშო, ვაკამოტოჰარუ, კომუსუბის წოდებით კი კოტონოვაკა, ვაკატაკაკაგე და შოდაი გამოვლენ.

შეგახსენებთ, რომ გორგაძის პირველი და მეორე მეტოქის ვინაობა ტურნირის დაწყებამდე 2 დღით ადრე გაირკვევა. ტოჩინოშინი გასულ ბაშოზე ჯურიოს მე-2 ნომერი იყო და სუპერ ტურნირი 5 მოგებითა და 10 წაგებით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილის პირველი ევროპული ტიტული - შტურმი ავსტრიის თასის ჩემპიონია
კიტეიშვილის პირველი ევროპული ტიტული - შტურმი ავსტრიის თასის ჩემპიონია