ჟოაუ კანსელუ
Aa
Aa

ბარსელონა მარჯვენა მცველს ეძებს - კანსელუ პირველი არჩევანია

„ბარსელონა“ ზაფხულში რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს და მათ შორის ერთ-ერთ პრიორიტეტს მარჯვენა მცველის პოზიციის გაძლიერება წარმოადგენს.

ესპანური Sport-ის ცნობით, კატალონიელებს რამდენიმე ვარიანტი აქვთ და მათ შორის ნომერ პირველი ჟოაო კანსელუს დამატებაა, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ საკუთრებაა და იჯარის წესით „ბაიერნში“ იმყოფება, თუმცა მიუნხენელები მის გამოსყიდვას არ აპირებენ.

ჩავის ახალი სეზონიდან აღარ სურს, რომ დაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაში კვლავ კუნდესა და არაუხოს მოუწიოთ. მწვრთნელს ორივე მათგანის ცენტრში გამოყენება სურს. ამის სურვილი თავად ფეხბურთელებსაც აქვთ.

„ბარსას“ კიდევ ერთი ვარიანტი არგენტინელი ხუან ფოიტია, რომელიც „ვილიარეალში“ თამაშობს, თუმცა ის კანსელუს მსგავსად გამოკვეთილი ფლანგის მოთამაშე არ არის. ფოიტმა კარიერა ცენტრალურ მცველად დაიწყო.

ბოლოს გეტყვით, რომ „ბარსელონა“ კანსელუს იჯარის წესით დამატებას გეგმავს. კატალონიელებს 28 წლის პორტუგალიელის გამოსყიდვის ფინანსური შესაძლებლობა ამჟამად არ აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არა, მადლობა“ - ასეთი იქნება ნაპოლის პასუხი კვარას მსურველებისთვის
„არა, მადლობა“ - ასეთი იქნება ნაპოლის პასუხი კვარას მსურველებისთვის