კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რონალდუმ მშრალი სერია დაასრულა | ალ-ნასრიმ 4:0 მოიგო

საუდის არაბეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში, კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ „ალ-რაედს“ დაუპირისპირდა და 2-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გუნდი მასპინძლის რანგში იყო და მეტოქეს 4 უპასუხო ბურთი გაუტანა - 4:0.

შეხვედრაში ანგარიში კრიშტიანუმ გახსნა. რონალდუმ საკუთარი გუნდი მე-4 წუთზე დააწინაურა და უგოლო სერია დაასრულა. კრიშტიანუს ბოლო 3 თამაშში არ ჰქონდა გატანილი და „ალ-რაედის“ კარი თავური დარტყმით აიღო.

„ალ-ნასრიმ“ პირველი ტაიმი პორტუგალიელის მიერ შეგდებული ბურთით მოიგო, მეორე ნახევარში კი მიზანს 3-ჯერ მიაღწია. 55-ე წუთზე, თავი აბდულრაჰმან ღარებმა გამოიჩინა, 90-ზე მოჰამედ მარანმა გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე ალ სულაიჰემმა დააფიქსირა.

ცნობისთვის, „ალ-ნასრიმ“ 56 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. რონალდუს გუნდი ლიდერ „ალ-იტიჰადს“ 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა მასზე ერთით მეტი შეხვედრა აქვს გამართული. „ალ-ნასრის“ მომდევნო გაჩერება „ალ-ხალეჯია“, რომელსაც 2 მაისს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აღმოჩენა არაა, დრიბლინგი მხოლოდ ჰორიზონტალურად შეუძლია“ - მოჯი კვარაზე
„აღმოჩენა არაა, დრიბლინგი მხოლოდ ჰორიზონტალურად შეუძლია“ - მოჯი კვარაზე