ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ტყუილია! | ოსიმენის წარმომადგენლებმა უარყვეს ინფორმაცია თითქოს პსჟ-ს შეუთანხმდნენ

„ნაპოლის“ თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის გადაბირებით ევროპული გრანდები სერიოზულად ინტერესდებიან. ნიგერიელი ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ჩელსის“, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ბაიერნს“ სურთ.

რამდენიმე დღის წინ, Foot Mercato-მ ვიქტორისთვის ბრძოლაში დაწინაურებული გუნდი დაასახელა და განაცხადა, რომ მისი აგენტები „პარი სენ-ჟერმენს“ შეუთანხმდნენ. ამ ინფორმაციას ოსიმენის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და მას სიცრუე უწოდეს.

„ყალბი ინფორმაციაა! ჯერჯერობით ტრანსფერის განხილვა ძალიან ადრეა“, - განაცხადა ოსიმენის ბანაკის ერთ-ერთმა წევრმა. იტალიელი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ნაპოლის“ ოსიმენისთვის ჯერ ფასიც კი არ დაუდია და ტრანსფერზე საუბარი ძალიან ადრეა.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორს ფენომენალური სეზონი აქვს და სერია A-ს მიმდინარე სეზონში გამართულ 25 შეხვედრაში, 21 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„აღმოჩენა არაა, დრიბლინგი მხოლოდ ჰორიზონტალურად შეუძლია“ - მოჯი კვარაზე
„აღმოჩენა არაა, დრიბლინგი მხოლოდ ჰორიზონტალურად შეუძლია“ - მოჯი კვარაზე