ხავიერ ტებასი
Aa
Aa

ტებასი: მესის ტრანსფერისთვის ეს აუცილებელია

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი მიიჩნევს, რომ „ბარსელონას“ ლიონელ მესის დაბრუნება გაუჭირდება.

„დღეს ყველაფერი რთულია. ჯერ კიდევ არის დრო, მაგრამ ბარსელონამ ფეხბურთელები უნდა გაყიდოს, სახელფასო ფონდი შეამციროს. მესის ტრანსფერისთვის ეს აუცილებელია.

და კიდევ ერთი რამ. მესის ხელფასი. აქ ბევრი ცვლადია. ბარსა არ ჰგავს პსჟ-ს, რომელსაც აქვს ნავთობი და ფული დიდ ხელფასთან ერთად.

ბარსამ უნდა შეამციროს ხელფასები, რომ შეძლოს ფეხბურთელების დამატება. ეს დაახლოებით ისე მუშაობს, როგორც მეტრო - ვიღაცები უნდა გამოუშვან, რომ სხვები შევიდნენ“,

- თქვა ხავიერ ტებასმა.

როგორც უკვე ცნობილია, „ბარსელონა“ მესის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ბუსკეტსი და ალბა ხელფასებს შეიმცირებენ, რათა მესის დაბრუნება შესაძლებელი იყოს. კლუბი ასევე მუშაობს ფეხბურთელთა გაყიდვაზეც. სავარაუდო წამსვლელთა სიაში ფერან ტორესი, რაფინია და ანსუ ფატი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კემპესი: „მესი ბარსელონაში არ უნდა დაბრუნდეს“
კემპესი: „მესი ბარსელონაში არ უნდა დაბრუნდეს“