ლა ლიგის გამო - ბარსა ტელევიზიას ხურავს და 150 თანამშრომელს ითხოვს
Aa
Aa

ლა ლიგის გამო - ბარსა ტელევიზიას ხურავს და 150 თანამშრომელს ითხოვს

„ბარსელონა“ საკლუბო ტელევიზიას 30 ივნისიდან დახურავს.

კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა Movistar Televisión-თან ხელშეკრულება არ განაახლოს, რომელიც ივნისის ბოლოს იწურება.

კლუბის Barça TV-ის დახურვის გამო 150-მდე თანამშრომელს დაითხოვს, ამის შესახებ მათ ხუთშაბათს შეატყობინეს.

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება დაკავშირებულია ლა ლიგის ფინანსურ მოთხოვნებთან სამართლიანი თამაშის (fear play) კუთხით. მენეჯმენტი ამჟამად კლუბის იმიჯის შესანარჩუნებლად ახალ გზებს ეძებს და სამაუწყებლო კონტენტის შესანარჩუნებლად მუშაობს.

„ბარსელონა“ ზაფხულში შემადგენლობის ფორმირებას გეგმავს. ხელფასების შემცირება და ახალი ტრანსფერები - საამისოდ კლუბს Barça TV-ზე უარის თქმა უწევს. კატალონიელებს მათ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსფერო ფანჯარა ელით წინ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარამ საკას აჯობა და რაშფორდთან გამოვარდა | Marca-ს მსოფლიო ნაკრები
კვარამ საკას აჯობა და რაშფორდთან გამოვარდა | Marca-ს მსოფლიო ნაკრები