რეალი, კარლო ანჩელოტი, ჟირონა
Aa
Aa

“დღეს ფეხბურთი არ გვითამაშია“ - ანჩელოტი ჟირონასთან წაგების შემდეგ

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის „რეალი“ „ჟირონას“ ესტუმრა და 4:2 წააგო. მატჩის დასრულების შემდეგ, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.

ანჩელოტი:

„მძიმე ღამეა.. ასეთ წაგებას არ ველოდებოდი. ეს შედეგი დაცვაში ცუდი თამაშის გამო მივიღეთ. დღეს „რეალს“ ფეხბურთი არ უთამაშია. თითქოს ვნერვიულობდით. ძალიან დაბალი დონე ვიხილეთ. ვინისიუსმა ინდივიდუალურად კარგად ითამაშა. გოლი და საგოლე პასი ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ ბევრ ყვითელ ბარათს იღებს.

ნაჩოს არაფერს ვუსაყვედურებ. კამავინგას განსხვავებულ მახასიათებლებს ვეძებ. ამ შედეგს ფეხბურთელთა როტაციას ვერ დავაბრალებ. თუ მოთამაშეებმა ჩემი დავალება დღეს ვერ გაიგეს, ამას კიდევ ბევრჯერ გავუმეორებ. დაცვაში საშინლად ვითამაშეთ. ასევე, არავის დაავიწყდეს, რომ ჩვენ სამეფო თასის ფინალში და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვართ.“

შეგახსენებთ, რომ „ბლანკოსს“ ლა ლიგის მოგებაზე დიდი ხანია ხელი აქვს ჩაქნეული. ესპანეთის ჩემპიონატს 76 ქულით კატალონიის „ბარსელონა“ ლიდერობს, ხოლო „რეალი“ 65 ქულით მეორე ადგილზე რჩება. ცნობისთვის, ჩავის გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარლსრუემ 6:0 მოიგო - ზივზივაძის დუბლი საქველმოქმედო მატჩში
კარლსრუემ 6:0 მოიგო - ზივზივაძის დუბლი საქველმოქმედო მატჩში