კარლსრუემ 6:0 მოიგო - ზივზივაძის დუბლი საქველმოქმედო მატჩში
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუემ“ საქველმოქმედო შეხვედრაში სამოყვარულო ლიგის გუნდი 6:0 დაამარცხა. მიზანი თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო ობლად დარჩენილი ბავშვების დახმარებაა, შეხვედრას 2 634 გულშემატკივარი დაესწრო.
„კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა პირველი ტაიმის 11-ეული სრულიად შეცვალა, ბუდუ ზივზივაძის გუნდი მეორე ნახევარში განსხვავებული 11-ეულით გამოვიდა. ქართველმა ფორვარდმა მეორე ტაიმში ითამაშა, 67-ე წუთზე მისი პირველი გოლით ანგარიში 5:0 გახდა, 87-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეუერთდა. 29 წლის ფორვარდმა საწყისი ოთხი შეხვედრა ცვლილებაზე ითამაშა, ბოლო ორ ტურში სასტარტოში იყო, „არმინიასთან“ 62-ე წუთზე შეცვალეს, „დარმშტადტთან“ - 61-ე წუთზე. საერთო ჯამში 172 წუთი ითამაშა, გოლი არ გაუტანია, რაზეც დიდ გავლენას ის გარემოება ახდენს, რომ „კარლსრუეს“ ნახევარმცველებს ფორვარდისთვის საგოლე მომენტის შექმნა ძალიან უჭირთ.
18-გუნდიან მეორე ბუნდესლიგაში „კარლსრუე“ 39 ქულით მე-9 ადგილზეა. 30-ე ტურში დიუსელდორფის „ფორტუნას“ ესტუმრება, შეხვედრა 30 აპრილს გაიმართება.