ჩემპიონთა ლიგა, ალექსანდრ ჩეფერინი
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ამერიკაში? - ჩეფერინის ახალი იდეა

ალექსანდრ ჩეფერინის სიახლეები მოსწონს. დღეს უეფა-ს პრეზიდენტის შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

ჩეფერინი ბენეტის პოდკასტში იმყოფებოდა, სადაც თავისი ახალი იდეები გააჟღერა. ვიგებთ, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2026 წლის ფინალი შესაძლოა ამერიკაში გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ ისტორიაში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ევროპის საზღვრებს გარეთ არასდროს გამართულა.

ჩეფერინმა ამერიკულ ფეხბურთს ძალიან მნიშვნელოვანი და პერსპექტიული უწოდა. ალექსანდრს სურს, რომ შეერთებულ შტატებში ფეხბურთი კიდევ უფრო მეტად პოპულარული გახდება.

პრეზიდენტმა პოდკასტში განაცხადა, რომ წლევანდელი ფინალი სტამბულში იმართება, მომავალი წლის ლონდონში, ხოლო 2025-ის შესაძლოა მიუნხენში.

„ამის შემდეგ ვნახოთ“

- თქვა ჩეფერინმა

ფეხბურთის მმართველი ორგანოს პირველი პირი აღფრთოვანებულია ტელე-მაყურებლების იმ რაოდენობით, რომლებიც თვალს MLS-ის მატჩებს ადევნებენ. ჩეფერინისთვის ერთადერთი პრობლემა ევროპასთან დროში სხვაობაა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია | პსჟ ოსიმენის შეძენას აქტიურად ცდილობს
შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია | პსჟ ოსიმენის შეძენას აქტიურად ცდილობს