მენოტი არგენტინის ნაკრებზე:
Aa
Aa

მენოტი არგენტინის ნაკრებზე: "ასეთი სტილი ფეხბურთის ნომერ პირველი მტერია"

ლეგენდარული მწვრთნელი ლუის სეზარ მენოტი, არგენტინის ნაკრებსა და მის თავკაცს ხორხე სამპაოლის აკრიტიკებს.

"ფეხბურთი ტანგოსავითაა. ჩვენი ნაკრები კი მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან ბევრს და გაუაზრებლად დარბოდა. ასეთი სტილი ფეხბურთის ნომერ პირველი მტერია. ამის ყურება საშინელება იყო. როგორც წესი, მატჩებისთვის ემზადებიან და მოწინააღმდეგის ტაქტიკას განიხილავენ. მაგრამ, არგენტინას ასეთი არაფერი ეტყობოდა. სამპაოლის გამოცდილება არ ჰყოფნის. „სევილიასა“ და არგენტინის ნაკრებში მუშაობა ერთი და იგივე არაა. როცა მესი ბურთს ღებულობს, წინ გარბის და ფიქრობს, შეიძლება თუ არა, რომ მეტოქის ყველა მოთამაშე მოატყუოს. ეს ძალიან რთულია". - განაცხადა მენოტიმ.

შეგახსენებთ, რომ მენოტის გაწვრთნილმა არგენტინამ 1978 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ამჯერად კი არგენტინელებს მუნდიალის მიღმა დარჩენა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები