იუვენტუსი, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

იუვენტუსი VS ნაპოლი - 3 ფაქტი, რომელიც შეიძლება გამოგრჩათ

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. იტალიური გამოცემა Football Italia საინტერესო სტატიას გვთავაზობს სახელით: „3 ფაქტი, რომელიც ტელევიზორში ყურებისას შეიძლება გამოგრჩათ.“

წითელი ბარათის მოთხოვნა

მატჩის 30-ე წუთზე იუვეს მცველმა გატიმ ხვიჩა კვარაცხელიას სახეში ჩაარტყა. ქართველი ფეხბურთელი მინდორზე დაეცა და რამდენიმე წუთის განმავლობაში სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. მთელი „ნაპოლი“ წითელ ბარათს ითხოვდა. მატჩის არბიტრმა კი საკმაოდ ჩუმად ვიდეო გამეორებაზე ეპიზოდი გადაამოწმა და ტურინელთა ფეხბურთელს არანაირი სანქცია არ დააკისრა.

„პარტენოპეის“ სათადარიგოთა სკამზე მჯდომი ფეხბურთელები აღნიშნულ მომენტს იქვე დამონტაჟებულ პატარა მონიტორში უყურებდნენ და მათ ყველაფერი კარგად დაინახეს. სწორედ ამიტომ, ისინი მატჩის მეოთხე მსაჯთან მივიდნენ და წითელი ბარათი მოითხოვეს. სპალეტის, არსებული ინფორმაციის შესახებ, საკუთარმა თანაშემწემ აცნობა. ეს ყველაფერი კი ტელე ეკრანებზე აქტიურად არ გაშუქდა.

გულშემატკივრები

ამ მატჩს 40 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. აქედან 2000 „ნაპოლის“ უჭერდა მხარს და საინტერესო ის გახლავთ, რომ ისინი ისხდნენ იმ ადგილზე, სადაც ტურინული გუნდის გულშემატკივრებისთვის არის ადგილი გამოყოფილი. როგორც ჩანს, ასეთი რამ იტალიაში საკმაოდ გავრცელებული ფორმაა, მაგრამ არა ევროპაში.

„ნაპოლის“ და „იუვენტუსის“ მხარდამჭერების სიახლოვე ხშირად დაძაბულობას ქმნიდა, მაგრამ არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. რეალურად, სხვა ევროპულ ქვეყნებში სტუმართა გუნდის ქომაგებს ისეთ ტრიბუნაზე სვამენ, სადაც მასპინძელთა გუნდის გულშემატკივრები მრავლად არ იმყოფებიან. გუშინ კი განსხვავებული სურათი ვიხილეთ.

ალეგრი - მშვიდობის მოყვარული

დი მარიას გოლის გაუქმების შემდეგ, „ბებერი ქალბატონის“ გულშემატკივრები განრისხდნენ. მათ არც ფეხბურთელები ჩამორჩნენ. ბონუჩი და პერინი პირდაპირ მეოთხე არბიტრთან მივიდნენ და ახსნა განმარტება მოსთხოვეს. როდესაც ეს ალეგრიმ დაინახა, თავის მოთამაშეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და სიტუაცია განმუხტა. თავად მწვრთნელმა კი მსაჯს ღიმილით უთხრა რაღაც.

იმ დროს, როდესაც შეხვედრის მსაჯი დი მარიას გოლს ვიდეო გამეორებაზე ამოწმებდა, ხუან კუადრადომ ბურთს აგრესიულად დაარტყა და გოლის გაუქმება წინასწარ ივარაუდა. იტალიელმა სპეციალისტმა მასაც სიმშვიდისკენ მოუწოდა.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფედელე: „როცა ნაპოლის ჩემპიონობაზე ვსაუბრობდი, გიჟად მთვლიდნენ“
ფედელე: „როცა ნაპოლის ჩემპიონობაზე ვსაუბრობდი, გიჟად მთვლიდნენ“