ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, დავიდე კალაბრია, ჯოვანი იმპროტა
Aa
Aa

„არ მითხრათ, რომ კალაბრიამ ამოკეტა“ - იმპროტამ ხვიჩაზე ისაუბრა

ჯოვანი იმპროტამ, რომელიც „ნაპოლიში“ 1969-73 და 1979-80 წლებში თამაშობდა, Punto Nuovo Sport Show-ში სტუმრობისას ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მან ქართველი შეაქო, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ პასებს თანაგუნდელებს დროულად არ აძლევდა.

ჯოვანი იმპროტა: „სეზონის დასაწყისში სპალეტი მის ზრდაში ჩართული იყო. ის ჭკვიანი, სწრაფადმოაზროვნე ბიჭია. მან შეცდომა მხოლოდ პენალტის ნიშნულიდან დაუშვა და კარგად ითამაშა. ბოლო დღოს ისეთივე შეუპოვარი გახდა, როგორიც სეზონის დასაწყისში იყო. ბევრი დრიბლინგის გაკეთებას ცდილობს და პასს სწორ დროს არ აკეთებს.

არ მითხრათ, რომ კალაბრიამ „ამოკეტა“, თამაშიდან გამოთიშა. კალაბრია ნორმალური ფეხბურთელია, ვინც კვარას სუსტი მხარე კარგად იცის. მსოფლიოში საუკეთესო მცველი ნამდვილად არაა, მაგრამ მან ქართველს საქმე გაურთულა და ეს უპრობლემოდ მოახერხა, რადგან ხვიჩას სუსტი მხარე კარგად იცოდა“.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „მილანმა“ ბენასერის გოლით „ნაპოლი“ დაამარცხა. საპასუხო შეხვედრა 1:1 დასრულდა. მატჩის მიწურულს, როცა „მილანი“ 0:1-ს იგებდა, ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ვერ გაიტანა, მენიომ აუღო. მიუხედავად ამისა, ხვიჩამ თავი კარგად წარმოაჩინა, თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 26 მატჩში 12 გოლი შეაგდო. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 35 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას ბოდიში და დი ლორენცოს პასუხი - რა მოხდა ნაპოლის ბაზაზე
კვარას ბოდიში და დი ლორენცოს პასუხი - რა მოხდა ნაპოლის ბაზაზე