ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

სიტი ჰოლანდის გაშვებას არ აპირებს | ნორვეგიელს ახალ კონტრაქტს უმზადებენ

„მანჩესტერ სიტი“ ერლინგ ბრაუტ ჰოლანდის გაშვებას არ აპირებს. The Athletic-ის ინფორმაციით, „ქალაქელები“ ახალ კონტრაქტს ამზადებენ, რომელსაც ნორვეგიელს უახლოეს პერიოდში შესთავაზებენ და დარჩენის წინააღმდეგ არც ჰოლანდია.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, ერლინგის ხელშეკრულებაში ჩადებული იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 2024 წელს, მისი გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნებოდა. აღნიშნული პუნქტი პეპ გუარდიოლას მომავალთან გახლდათ დაკავშირებული და როცა კატალონიელმა „სიტისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა, ის გაუქმდა.

The Athletic-ის ცნობით, ჰოლანდის გამოსასყიდ თანხასთან დაკავშირებული საკითხები ბურუსითაა მოცული და „ქალაქელებს“ სურთ, ვითარება გამოასწორონ. ნორვეგიელი თავდამსხმელი თვლის, რომ სწორ კლუბში იმყოფება და „სიტისთან“ მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივით მოხიბლულია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ჰოლანდს მონაწილეობა 40 შეხვედრაში აქვს მიღებული და მის ანგარიშზე 47 გოლია. ნორვეგიელს „რეალს“ უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, „სიტი“ მის გაშვებას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ბიჭით ძალიან ვამაყობ“ - რას წერს Tuttonapoli-ი ხვიჩაზე
„ამ ბიჭით ძალიან ვამაყობ“ - რას წერს Tuttonapoli-ი ხვიჩაზე