ლა ლიგის მსაჯები ბოიკოტს აპირებენ | რამ მიიყვანათ ამ გადაწყვეტილებამდე?
Aa
Aa

ლა ლიგის მსაჯები ბოიკოტს აპირებენ | რამ მიიყვანათ ამ გადაწყვეტილებამდე?

ესპანეთის ლა ლიგისა და სეგუნდა დივიზიონის მსაჯებმა შესაძლოა, ბოიკოტი გამოაცხადონ. ამ ინფორმაციას COPE ავრცელებს და ასახელებს მიზეზებს, რომლებმაც არბიტრებს რადიკალური ზომების მიღებაზე დაფიქრება აიძულა.

უახლოეს საათებში, მსაჯების შეხვედრა გაიმართება და ისინი მატჩების ბოიკოტირებას განიხილავენ, რაც ესპანეთის ჩემპიონატების შეჩერებას განაპირობებს. COPE-ს ცნობით, არბიტრების მხრიდან ეს მათი მისამართით გაჟღერებული კრიტიკისა და მტრული დამოკიდებულების წინააღმდეგ მიმართული აქცია იქნება.

ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც, მსაჯები ზომების მიღებაზე დაფიქრდნენ, ანტონიო პოზოზე თავდასხმა იყო. „პოლილიასის“ ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელები და კლუბის ხელმძღვანელები მას თავს „კალავერისთან“ გამართული მატჩის ბოლო წუთებზე დაესხნენ, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაზიანებები მიაყენეს.

COPE-ს ცნობით, მსაჯების გადაწყვეტილება რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. ლა ლიგის მომდევნო ტური 21 აპრილს, „ესპანიოლისა“ და „კადისის“ დაპირისპირებით იწყება და შესაძლოა, ვითარება დამძიმდეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„დენა, გთხოვ, დააჯარიმე“ - MMA-ის ქომაგების გამოხმაურება მერაბის ვიდეოზე
„დენა, გთხოვ, დააჯარიმე“ - MMA-ის ქომაგების გამოხმაურება მერაბის ვიდეოზე