მილანი, ნაპოლი, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

სპალეტი: “გულშემატკივრების მხარდაჭერა ფუნდამენტური იქნება“

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში „მილანი“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „პარტენოპეის“ მთავარი მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტი იტალიურ მედიას ესაუბრა.

სპალეტი:

„“ნაპოლი“ საკუთარ კედლებში და სტუმრად თანაბრად კარგია. ჩვენი მეტოქეები თავიანთ სტადიონზე უფრო მეტი გოლის გატანას ცდილობენ, მაგრამ დიეგო მარადონაზე უკან დგებიან. ასეთ დროს ყველაფერი უფრო რთულდება. ვიქტორ ოსიმენს უდიდესი ენთუზიაზმი გააჩნია. მას მხოლოდ 25 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ „მილანთან“ გასამართი მატჩისთვის მზად იყოს.

„მილანთან“ გულშემატკივრების მხარდაჭერა ფუნდამენტური იქნება. როდესაც დავინახე, რომ დე ლაურენტისმა ქომაგებთან ურთიერთობა დაალაგა ძალიან გამიხარდა. ჩვენი ფეხბურთელებისთვის გულშემატკივრების სიყვარულის ჩამორთმევა უსამართლობაა. ისინი უამრავი საკითხისთვის იბრძვიან. როდესაც „ნაპოლი“ ყველას უყვარს, ჩვენთვის ყველაფერი უფრო ადვილი ხდება.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება „როსონერის“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა, ხოლო განმეორებითი მატჩი 18 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა კვარაცხელიას პროფილი | Sky Sports-ის სტატია კვარაზე
ხვიჩა კვარაცხელიას პროფილი | Sky Sports-ის სტატია კვარაზე