გიორგი წიტაიშვილი, ვაკო გვილია, ნიკა კვეკვესკირი, პოზნანის ლეხი
Aa
Aa

მოედნის ხედვა და პასების სიზუსტე - Canal+ კვეკვესკირის თამაშზე

პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურში ვარშავის „ლეგიასა“ და პოზნანის „ლეხის“ შეხვედრა 2:2 დასრულდა. პირველი ტაიმი „ლეგიამ“ 1:0 მოიგო, თუმცა მეორე ტაიმში „ლეხმა“ თამაში შემოატრიალა, ალფონსო სოუზამ დუბლი შეასრულა. 87-ე წუთზე ვშოლეკის გოლით „ლეგიამ“ თამაში „გადაარჩინა“.

სტუმართა სათადარიგოთა სკამზე ნიკა კვეკვესკირი იჯდა, რომელიც თამაშში 39-ე წუთზე ჩაერთო. ბურთს 27-ჯერ შეეხო და 22 გადაცემიდან 21 ზუსტად შეასრულა (95 პროცენტი). 2 გრძელი პასიდან ორივე ზუსტი იყო. მინდორზე 4 ორთაბრძოლიდან ყველა მოიგო.

Canal+ მეორე გოლის შეტევას განიხილავს და აქცენტს ნიკა კვეკვესკირის თამაშზე აკეთებს, ქართველი ფეხბურთელის სამი უნარი ვლინდება: მოედნის ხედვა, ტექნიკა და პასის სიზუსტე. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი საჯარიმოდან საჯარიმომდე მოქმედებს. როგორც შეტევის დაწყებაში, ბურთის „ამოტანაში“ მონაწილეობს, ასევე, შეტევის დასკვნით მონაკვეთში მეტოქის საჯარიმოსთან ვითარებას ამწვავებს, საჯარიმოდან საჯარიმომდე მოქმედებს.

„ლეგიას“ სამატჩო განაცხადში ვაკო გვილია არ იმყოფებოდა. რაც შეეხება ნიკა კვეკვესკირის თანაგუნდელ გიორგი წიტაიშვილს, მას „ლეხის“ მთავარი მწვრთნელი სათამაშო დროს არ აძლევს, რის გამოც ფეხბურთელი მეორე გუნდში თამაშობს, რომელიც პოლონეთის რანგით მესამე ლიგაშია.

მატჩის მიმოხილვა

30 წლის კვეკვესკირმა მიმდინარე სეზონის ექსტრაკლასაში 23 მატჩი ჩაატარა (16 სასტარტოში), 2 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა.

პოზნანის „ლეხი“ პოლონეთის მოქმედი ჩემპიონია, თუმცა მიმდინარე სეზონში ტიტულს ვერ შეინარჩუნებს, 28 ტურის შემდეგ  48 ქულით მესამე პოზიციაზეა და ლიდერ „რაკუვს“ 17 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალის სკაუტები ხვიჩას მილანთან დააკვირდებიან - ესპანური მედიის საინტერესო ცნობა
რეალის სკაუტები ხვიჩას მილანთან დააკვირდებიან - ესპანური მედიის საინტერესო ცნობა