ნაპოლი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

დაბრუნდა - ოსიმენი ვერონასთან განაცხადშია

„ნაპოლის“ გულშემატკივრებისთვის შესანიშნავი ინფორმაცია გავრცელდა. ლუჩიანო სპალეტის გუნდი სერია ა-ს მორიგ ტურში „ვერონას“ ხვდება.

მატჩის წინ, „პარტენოპეის“ ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა განაცხადი, რომელშიც ვიქტორ ოსიმენიც ფიგურირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიგერიელმა თავდამსხმელმა დაზიანება მთლიანად მოიშუშა და სათამაშოდ მზად არის.

შეგახსენებთ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, სპალეტიმ განაცხადა, რომ შესაძლოა ოსიმენი „ვერონასთან“ ათამაშოს და ეს იმით იქნება გამოწვეული, რომ „მილანთან“ მატჩის წინ ნიგერიელმა სათამაშო პრაქტიკა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორმა ჩემპიონთა ლიგაზე „როსონერისთან“ ვერ ითამაშა და „ნაპოლი“ 0:1 დამარცხდა. განმეორებითი შეხვედრა 18 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისი: “შევქმენით ღირსეული გუნდი, რომელიც ახალ ისტორიას წერს“
დე ლაურენტისი: “შევქმენით ღირსეული გუნდი, რომელიც ახალ ისტორიას წერს“