ბორდო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

მხარეები შეთანხმდნენ - ბორდომ დავითაშვილის გამოსყიდვა გადაწყვიტა

l'Equipe-ს ჟურნალისტის, ვენსან რომენის ცნობით, ლიგა 2-ის „ბორდო“ ზურიკო დავითაშვილს გამოისყიდის. „ბორდოში“ დავითაშვილის თამაშით კმაყოფილნი არიან და მასთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის „დინამოს“ საკუთრებაა და ლიგა 2-ში ერთწლიანი იჯარით თამაშობს. ფრანგულმა კლუბმა მოთამაშესთან შეთანხმებას მიაღწია. საკითხი გადაწყვეტილია და „ბორდო“ დავითაშვილს ნებისმიერ შემთხვევაში გამოისყიდის, თუნდაც ჟირონდელები ლიგა 2-ში დარჩნენ.

საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა 22 შეხვედრაში (16 სასტარტოში) 2 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.

საფრანგეთის ლიგა 2-ში ჩატარებული ბოლო 5-დან 3 მატჩში სასტარტო 11-ეულს მიღმა იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მთავარი მწვრთნელი დავიდ გიონი ისე აღარ ენდობა, როგორც ეს სეზონის პირველ ნახევარში იყო, 22 წლის გარემარბის პროდუქტიულობა და სათამაშო დრო შემცირდა. მიუხედავად ამისა, „ბორდომ“ დავითაშვილის გამოსყიდვა გადაწყვიტა.

საფრანგეთის ლიგა 2-ში „ბორდო“ 56 ქულით მეორე ადგილზეა, გიორგი მიქაუტაძის გუნდი 52-ე ქულით მე-4 ადგილზეა. საუკეთესო ორი გუნდი ლიგა 1-ში აღზევდება. 30-ე ტურში „მეცი“ „ბორდოს“ უმასპინძლებს, შეხვედრა 15 აპრილს, 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემთან და მარადონასთან ერთად ნაპოლიში ითამაშებდა“  - ნაპოლის ლეგენდა ხვიჩაზე
„ჩემთან და მარადონასთან ერთად ნაპოლიში ითამაშებდა“ - ნაპოლის ლეგენდა ხვიჩაზე