ჯულია იტუმა
Aa
Aa

18 წლის იტალიელი ფრენბურთელი თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს

18 წლის იტალიელი ფრენბურთელი, ჯულია იტუმა დღეს დილით სტამბოლში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა სპორტსმენი თურქეთში ჩემპიონთა ლიგის მატჩის სათამაშოდ იყო ჩასული. გავრცელებული ინფორმაციით იტუმა ფანჯრიდან გადავარდა.

თურქულმა პოლიციამ კი გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

2004 წელს დაბადებული მოთამაშე, რომელიც „ნოვარას“ ღირსებას იცავდა, ნიჭიერ ფრენბურთელად ითვლებოდა და მას კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. 18 წლის სპორტსმენი მილანში ნიგერიელების ოჯახში დაიბადა.

ჩემპიონთა ლიგის მატჩში კი „ნოვარა“ თურქულ „ექსასაბაზისთან“ ანგარიშით 3:0 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები