ხვიჩა კვარაცხელია, ჯაკომო რასპადორი, ელიფ ელმასი
Aa
Aa

სპალეტის 3 ვარიანტი ჰქონდა | ნაპოლი ცრუ ცხრიანით არ ითამაშებს

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ Amazon Prime video-ს ინტერვიუ მისცა და „მილანთან“ ჩანიშნულ დუელზე ისაუბრა, რომლის პირველი შეხვედრაც რამდენიმე საათში გაიმართება. სპალეტის ჯაკომო რასპადორიზე ჰკითხეს და ლუჩანომ დაასახელა ფეხბურთელები, რომელთა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გამწესებაც შეუძლია.

„გვყავს 2-3 ფეხბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ, მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან უფრო ახლოს და ღრმად ითამაშონ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა ტაქტიკას ავირჩევთ, მაგრამ ელმასი, ლოზანო და კვარაცხელია არიან ფეხბურთელები, რომლებსაც აქვთ მახასიათებლები, რომ ამ პოზიციაზე იასპარეზონ“.

იტალიური პრესის ინფორმაციით, სპალეტის ცვლილებების გატარება არ დასჭირდება. რასპადორის მცირე პრობლემები ჰქონდა და მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, თუმცა ნეაპოლურმა გამოცემებმა დაწერეს, რომ იტალიელი მწყობრშია და სასტარტო შემადგენლობაში სწორედ ის გამოჩნდება. Calcionapoli 24-ის მიხედვით, რასპადორი ცენტრალური თავდამსხმელის ფუნქციებს შეითავსებს და „ნაპოლი“ ცრუ ცხრიანით არ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ეგიდით, „ნაპოლისა“ და „მილანის“ დაპირისპირება დღეს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა 18 აპრილსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენის ტრანსფერზე გამოძიება გრძელდება | ბოლო ცნობები იტალიიდან
ოსიმენის ტრანსფერზე გამოძიება გრძელდება | ბოლო ცნობები იტალიიდან