დეკლან რაისი, გაბრიელ მაგალიაეში, ებერეჩი ეზე
Aa
Aa

ჩვენ ისინი გვიყვარს | დეკლან რაისმა ეზესა და გაბრიელზე ისაუბრა

პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია - ზედიზედ მეორედ ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირი ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა მოიგო. ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გამართული პსჟ-სა და ლონდონის არსენალის მატჩი ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული გამოდგა, პარიზელებმა მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხეს - 1:1 (4:3).

ლონდონის არსენალის ნახევარმცველმა დეკლან რაისმა, რომელიც ფინალში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, TNT-სთან ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ ისაუბრა: „ეს ლატარიაა. ისტორიაში საუკეთესო გუნდებსაც წაუგიათ ფინალები პენალტების სერიაში და ახლა ეს ჩვენ დაგვემართა. ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ, ამ ბიჭებით ძალიან ვამაყობ. როგორი სეზონი იყო! გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ ვცდილობ, ობიექტურად შევხედო იმას, თუ სად ვიყავით ივლისში და სად ვართ ახლა. ჩვენ დავბრუნდებით''.

პენალტების სერიაში არსენალის მხრიდან ებერეჩი ეზემ და გაბრიელმა ვერ გაიტანეს.

დეკლან რაისი გაბრიელისა და ეზეს შესახებ: „ჩვენ ისინი გვიყვარს და მათ გვერდით ვართ. ფეხბურთში ასეთი რამეები ხდება. ისინი არ იქნებიან ბოლო ფეხბურთელები, რომლებიც ფინალში პენალტს გააფუჭებენ. ამ ორი მოთამაშის გარეშე კი, ჩვენ პრემიერ ლიგას ვერ მოვიგებდით. გაბრიელზე, როგორც ფეხბურთელზე, საუბრისას სიტყვებიც კი აღარ მყოფნის. რაც შეეხება ეზეს, მან ამ სეზონში ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანა. ეს ყველაფერი სასტიკია, მაგრამ პოზიტიურ მომენტებზე უნდა ვფოკუსირდეთ და წინსვლა გავაგრძელოთ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეს სიგიჟეა, ნამდვილი სიგიჟე | დეზირე დუე არსენალთან გამარჯვების შემდეგ
ეს სიგიჟეა, ნამდვილი სიგიჟე | დეზირე დუე არსენალთან გამარჯვების შემდეგ