ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, რაფაელ ლეაუ, ნიკოლა პოცი
Aa
Aa

პოცი: ლეაუ თუ კვარა? ცხოვრების ბოლომდე ქართველს ავირჩევ

„მილანის“ (2004-05), „ნაპოლის“ (იჯარით, 2004), „ემპოლისა“ (2005-09) და „სამპდორიას“ (2009-14) ყოფილმა ფორვარდმა ნიკოლა პოციმ 1 Station Radio-ში გადაცემა 1 Football Club-ში რაფაელ ლეაუსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

კითხვა: „თქვენ რომ კლუბის საუკეთესო ცენტრფორვარდი იყოთ, რომელ ფეხბურთელთან ერთად აირჩევდი თამაშს, ლეაუასთან თუ კვარაცხელიასთან?“.

ნიკოლა პოცი: „სიცოცხლის ბოლომდე კვარაცხელიას ავირჩევ. ის უფრო მეტ საგოლე პასს ასრულებს ვიდრე პორტუგალიელი. ასევე, ვიწრო სივრცეში უფრო მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებს. შეუძლია მიმართულებები შეიცვალოს, მარცხნივ ან მარჯვნივ იმოძრავოს. ლეაუ სწორხაზოვანია, ძირითადად მის ჩვეულ მკვეთ მოძრაობებს ეყრდნობა. ქართველი შეუჩერებელი მოთამაშეა“.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 25 მატჩში 12 გოლი შეაგდო. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 32 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. ხვიჩასგან განსხვავებით ლეაუ ნაკლებად პროდუქტიულია, სერია ა-ს 27 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, ჩემპიონთა ლიგის 8 მატჩში კი 1 გოლითა და 3 საგოლე პასით დაეხმარა გუნდს.

კომენტარის ავტორი ნიკოლა პოცი „მილანში“ კახა კალაძის თანაგუნდელი იყო, თუმცა ქართველისგან განსხვავებით კლუბში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. სერია ა-ს რამდენიმე კლუბში თამაშობდა, საერთო ჯამში სერია ა-ს 136 მატჩში 25 გოლი იყო.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში „მილანი“ „ნაპოლის“ 12 აპრილს უმასპინძლებს. საპასუხო შეხვედრა 18 აპრილს ნეაპოლში, „დიეგო მარადონაზე“ შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენის საკითხი | როგორი სქემით ითამაშებს ნაპოლი
ოსიმენის საკითხი | როგორი სქემით ითამაშებს ნაპოლი