მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი, ჰარი მაგუაერი
Aa
Aa

ტენ ჰაგი: “ეს უკვე განსხვავებული მაგუაერია“

„მანჩესტერ იუნაიტედში“ ერიკ ტენ ჰაგის დანიშვნის შემდეგ, ჰარი მაგუაერის სათამაშო დრო მნიშვნელოვნად შემცირდა. ნიდერლანდელი სპეციალისტი „წითელი ეშმაკების“ კაპიტნის თამაშით უკმაყოფილო იყო და ამას არც მალავდა.

„იუნაიტედის“ გულშემატკივრებმა ერიკს ეს გადაწყვეტილება მოუწონეს, მაგრამ, როგორც ჩანს ყველაფერი შეიცვალა. ბოლო პერიოდში, ინგლისელი ფეხბურთელი უფრო მეტს თამაშობს და ტენ ჰაგის კმაყოფილებასაც იწვევს.

ტენ ჰაგი:

„მაგუაერი დომინირებდა და სხვებს კარნახობდა. ეს არის განსხვავებული ჰარი, რომელიც მე პირველ თვეებში ვნახე. ის ძალიან ბევრ ინიციატივას იჩენს, დომინირებს მეტოქეზე, აქტიურობს, პასებს აკეთებს და მართლაც შესანიშნავად თამაშობს.“

მაგუაერი „მანჩესტერ იუნაიტედში“

ინგლისელი მცველი „წითელ ეშმაკებს“ 2019 წელს „ლესტერიდან“ 85 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, ჰარიმ „იუნაიტედის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 169-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესაძლოა, ოსიმენის გარეშე პრობლემები შეექმნას“ - მოჯი კვარაზე
„შესაძლოა, ოსიმენის გარეშე პრობლემები შეექმნას“ - მოჯი კვარაზე