ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

ბუდუმ 11 წუთი ითამაშა - კარლსრუეს მოგებამდე ცოტა დააკლდა

ბუნდესლიგა 2-ის მორიგ ტურში „ნიურნბერგმა“ „კარლსრუეს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ეს დაპირისპირება იმით იყო საინტერესო, რომ ქართველი გულშემატკივრები ბუდუ ზივზივაძის თამაშს ელოდებოდნენ.

„ჯვაროსნების“ შემტევი სათადარიგოთა სკამზე დარჩა და მატჩში მოგვიანებით ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა გუნდი კაუფმანის გოლის წყალობით 26-ე წუთიდან იგებდა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „კარლსრუეს“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად დუაჰმა შეასრულა.

ზივზივაძე მინდორზე 79-ე წუთზე გამოჩნდა. სამწუხაროდ ბუდუ ბურთს მხოლოდ 7-ჯერ შეეხო და მისი სტატისტიკა არც ისე სახარბიელო იყო. ქართველმა ფეხბურთელმა პოზიცია 5-ჯერ დაკარგა, ორი საჰაერო დუელი წააგო და მისი პასების სიზუსტე 25% იყო.

ცნობისთვის, „კარლსრუემ“ ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო. ამ შეხვედრის შემდეგ კი ბუდუს გუნდი სატურნირო ცხრილში 36 ქულით მე-8 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში, „კარლსრუე“ „არმინია ბილეფილდს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალბათ იმ მომენტში ექიმს გიჟი ვეგონე“ - ოსიმენი უმძიმეს ტრავმას იხსენებს
„ალბათ იმ მომენტში ექიმს გიჟი ვეგონე“ - ოსიმენი უმძიმეს ტრავმას იხსენებს