„ალბათ იმ მომენტში ექიმს გიჟი ვეგონე“ - ოსიმენი უმძიმეს ტრავმას იხსენებს
ვიქტორ ოსიმენმა „ინტერთან“ შეხვედრაში მილან შკრინიართან შეჯახებისას მიღებული უმძიმესი ტრავმა გაიხსენა და France Football-თან ინტერვიუში ამ მძიმე დღეებზე ისაუბრა.
„კლუბი ჩემს ტრავმას ჩინებულად გაუმკლავდა. როცა შკრინიარმა ჩამარტყა, თავში ძლიერი, მკვეთრი დარტყმა ვიგრძენი. ათი წუთის შემდეგ, უკვე საავადმყოფოსკენ მივდიოდი. ექიმს პირველი რაც ვკითხე იყო ის, თუ როდის შევძლებდი მოედანზე დაბრუნებას. ალბათ იმ მომენტში ექიმს გიჟი ვეგონე.
როცა ყველაფერი ამიხსნეს, ფსიქოლოგიურად განადგურებული ვიყავი. ოპერაციის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ეს ერთადერთი შანსი იყო. მარტივი ოპერაცია არ გახლდათ, პირიქით.
მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ყველა ექიმს მადლობა გადავუხადო, ჩემი ნიღაბი სწორედ მათ შექმნეს. მართალი გითხრათ, უკვე აღარ მეშინია“.
შეგახსენებეთ, რომ ოსიმენმა თავისი „იღბლიანი ნიღაბი“ ნიგერიის ნაკრებში თამაშის დღეებში დაკარგა, როცა სანაკრებო პაუზიდან უკან ნეაპოლში ბრუნდებოდა.