მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, კრის უაიდმენი
Aa
Aa

კრის უაიდმენი: „მერაბი მზადაა ალჯოს ეჩხუბოს თუ ბრძოლა საქართველოში გაიმართება“

ამ უქმეებზე, მაიამი UFC 287-ს უმასპინძლებს, რომლის მთავარი მოვლენა ისრაელ ადესანიასა და ალექს პერეირას ჩხუბი გახლავთ. დღეს, აწონვების ცერემონია გაიმართა და მისი დასრულების შემდეგ, UFC-ის იუთუბ არხზე Live Weigh-In Show ვიხილეთ, რომლის ერთ-ერთმა წამყვანმა, კრის უაიდმენმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

უაიდმენი მერაბ დვალიშვილისა და ალჯამეინ სტერლინგის ახლო მეგობარია და განაცხადა: „ჩემს ძველ მეგობარს, მერაბს ვესაუბრე და მითხრა, რომ ალჯოსთან ტიტულზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იჩხუბებს თუ ბრძოლა საქართველოში გაიმართება. ეს სურვილი ორივე მებრძოლს აქვს და თუ საქართველოში იჩხუბებენ, ყველაფერი მოგვარებადი იქნება“.

უაიდმენმა განაცხადა, რომ არ ხუმრობდა და ამას მთელი სერიოზულობით ამბობდა, თუმცა დანიელ კორმიემ და სხვა თანაწამყვანებმა არ დაუჯერეს და აღნიშნეს, რომ მერაბისა და სტერლინგის ჩხუბის ალბათობა არ არსებობს. სხვათა შორის, უაიდმენის სიტყვებს სოციალურ ქსელებშიც გამოეხმაურნენ და კრისის განცხადებას ხუმრობა უწოდეს.

ობიექტურად რომ ვთქვათ, სტერლინგისა და დვალიშვილის ჩხუბისა და UFC-ის ღონისძიების საქართველოში ჩატარების შანსი ალბათ, ერთნაირი და თითქმის არარსებულია. ილია თოფურია დიდი ხანია, აცხადებს, რომ UFC-ის ესპანეთში ჩაყვანა სურს, მაგრამ ჯერჯერობით მიზანთან ახლოსაც ვერ მივიდა და სატიტულო ბრძოლის მქონე ღონისძიების საქართველოში ჩატარება პრაქტიკულად გამორიცხულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი ბავშვი, ვისაც ხვიჩა დაარქვეს | კვარამანია ნეაპოლში
პირველი ბავშვი, ვისაც ხვიჩა დაარქვეს | კვარამანია ნეაპოლში