თელავი, კოჯო ალფონსი, ვარდან მინასიანი
Aa
Aa

საყრდენი პორტუგალიური გამოცდილებით - თელავმა კოჯო ალფონსი დაიმატა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის „თელავში“ 29 წლის კოტდივუარელი საყრდენი ნახევარმცველი კოჯო ალფონსი ითამაშებს. ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა. გუნდის ახალწვეული „თელავში“ 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

კოჯო ალფონსი 2019-20 წლებში „არარატ-არმენიაში“ და 2021 წელს ყაზახურ „თარაზში“ თამაშობდა, ამ გუნდებში „თელავის“ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელთან, ვარდან მინასიანთან მუშაობდა.

ალფონსმა კარიერის დიდი ნაწილი პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში გაატარა, თუმცა „ჟილ ვისენტესა“ და „ფეირენსეს“ რიგებში პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში საერთო ჯამში 8 მატჩი ჩაატარა. 

ალფონსი შემდეგ კლუბებში თამაშობდა: „მირანდელა“ (2012-13), „ჟილ ვისენტე“ (2013-17), „ოლივეირენსე“ (იჯარით, 2013-14), „ვიზეუ“ (იჯარით, 2014-15), „ფეირენსე“ (2017-18), „არარატ-არმენია“ (2019-20), „თარაზი“ (2021), „ალაშკერტი“ (2022).

შეგახსენებთ, გასული სეზონიდან მოყოლებული „თელავის“ მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე იყო, მისი ხელმძღვანელობით ცეცაძემ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 5 მატჩი ჩაატარა (1 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი). შემდეგ ცეცაძე მინასიანმა შეცვალა, მისი დებიუტი წარუმატებელი გამოვიდა, ქუთაისის „ტორპედოსთან“ დამარცხდა (2:1). 10-გუნდიან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში „თელავი“ 5 ქულით მე-7 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები