გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძის 7 ქულა და 7 მოხსნა - ორლანდომ კლივლენდთან კვლავ წააგო

NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ ზედიზედ მეორედ საკუთარ კედლებში „კლივლენდს“ დაუპირისპირდა და ამჯერად დიდი სხვაობით დამარცხდა. 94:118 - მასპინძლებმა „კავალიერსს“ შესაბამისი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს.

ბითაძემ შეხვედრაში 20:51 წუთი მიიღო და ნაყოფიერადაც გამოიყენა. გოგას 7 ქულა, 7 მოხსნა, 1 გადაცემა და 2 დაფარება ჰქონდა. 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ერთი არაზუსტი სამიანიც ისროლა და 2-დან ორივე საჯარიმო გამოიყენა.

„კლივლენდიდან“ 21 ქულით დენი გრინი და 19-ით ჩედი ოსმანი გამოირჩნენ.

„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 34 მოგებითა და 46 მარცხით მე-12 ადგილს იკავებს.

მომდევნო შეხვედრას ბითაძის გუნდი 8 აპრილს „ბრუკლინს“ შეხვდება, რეგულარულ სეზონს კი 9 აპრილს „მაიამისთან“ შეხვედრით დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფენომენალური მეპასეა“ - ამერიკული გამოცემა მამუკელაშვილს აქებს
„ფენომენალური მეპასეა“ - ამერიკული გამოცემა მამუკელაშვილს აქებს