ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

შტურმი ავსტრიის თასის ფინალშია | კიტეიშვილი მე-60 წუთზე შეიყვანეს

ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ავსტრიის თასის ფინალში გავიდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ნახევარფინალში „ლასკს“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 სძლია და გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება მოიპოვა, რომელშიც „რაპიდს“ დაუპირისპირდება.

„შტურმისა“ და „ლასკის“ მატჩი დაახლოებით 30-წუთიანი დაგვიანებით დაიწყო. ავსტრიული პრესის ინფორმაციით, ტრიბუნებზე მყოფ ერთ-ერთ გულშემატკივარს გულის შეტევა დაემართა, სამედიცინო დახმარება დასჭირდა და დაგვიანებული სტარტი ამან განაპირობა.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა უფრო სახიფათოდ „ლასკი“ უტევდა და „შტურმი“ გაშვებული გოლისგან ძელმა 2-ჯერ იხსნა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში გავიდა და მისი ავტორი ტომი ჰორვატია, რომელმაც მეტოქის კარი ლამაზი დარტყმით აიღო.

კიტეიშვილს რაც შეეხება, ოთარმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში 0:0 იყო. ქართველ ფეხბურთელს 66-ე წუთზე მინი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია, 85-ზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

ცნობისთვის, „შტურმისა“ და „რაპიდის“ ფინალური შეხვედრა 30 აპრილს გაიმართება. გრაცელებს ავსტრიის თასი 2018 წლის შემდეგ არ მოუგიათ, „რაპიდი“ კი ამ ტიტულს ბოლოს 1995 წელს დაეპატრონა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბი 50 000-ს მიიღებს | მანქანას ლიანა ჯოჯუა დაეხმარა
მერაბი 50 000-ს მიიღებს | მანქანას ლიანა ჯოჯუა დაეხმარა