თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას პროდუქტიული მატჩი ჰქონდა | ვირტუს ბოლონიამ ევროლიგაზე ისევ წააგო

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგის ეგიდით ზედიზედ მე-5 შეხვედრა წააგო. იტალიელები ამჯერად სტუმრად დამარცხდნენ და „ვალენსიას“ წინააღმდეგობა ვერ დაძლიეს. შეხვედრის საწყისი 3 მეოთხედი დიდ ბრძოლაში წარიმართა და გადამწყვეტი პერიოდის წინ, „ვალენსია“ მხოლოდ 1 ქულით იგებდა. „ვირტუს ბოლონიამ“ დასკვნითი ათწუთეული საშინლად ჩაატარა, 11 ქულა ჩააგდო, 21 მიიღო და 68:79 დამარცხდა.

შენგელიამ პარკეტზე 24:55 წუთი გაატარა და 6 ქულა, 2 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თოკომ 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 13 გახლდათ, პასივში კი 2 დაკარგვა და ამდენივე ჯარიმა იყო.

შეგახსენებთ, რომ „ვირტუს ბოლონიას“ პლეიოფში მოხვედრის შანსი აღარ აქვს 13 მოგებითა და 20 წაგებით მე-14 პოზიციას იკავებს. შენგელიას გუნდის მომდევნო გაჩერება „ბასკეტ ნაპოლია“, რომელსაც 8 აპრილს, საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ლიგა 2-ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი - მიქაუტაძის ფასი გაორმაგდა
    ლიგა 2-ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი - მიქაუტაძის ფასი გაორმაგდა