ხვიჩა კვარაცხელია, ჯანლუკა პეტრაკი
Aa
Aa

რომას ყოფილი დირექტორი: „კვარაცხელია ჩემს მონაცემთა ბაზაში მყავდა, მაგრამ...“

„ტორინოსა“ და „რომას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ჯანლუკა პეტრაჩიმ Tuttomecatoweb-თან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ რომაულ კლუბში მუშაობის დროს, ის ქართველი ფეხბურთელის შეძენაზე ფიქრობდა.

რა თქვა პეტრაჩიმ:

კვარაცხელიას ვიცნობდით. ის ჩემს მონაცემთა ბაზაში მყავდა ჩაწერილი, როგორც გუნდის გაძლიერების ერთ-ერთი გასაღები. მის ყიდვაზე ვფიქრობდით, მაგრამ მალევე, იმდენად პროგრესრდა და დიდი ზემოქმედება მოახდინა, რომ ბევრი გუნდი დაარწმუნა შეძენაში. საბოლოოდ, ის „ნაპოლიმ“ იყიდა. მისი სახით, „პარტენოპეის“ სრულყოფილი მოთამაშე ერგო. ძალიან ძლიერია და ვულოცავ მათ ამ შენაძენს.

წავა თუ არა სკუდეტოს მოპოვების შემდეგ? „ნაპოლიმ“ შარშანაც გაუშვეს ლიდერები და ყველას ეგონა, რომ ეს დასასრული იქნებოდა, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. ის ფეხბურთელები, რომლებიც გუნდში მოვიდნენ, მათზე უკეთესად თამაშობენ. ვფიქრობ, რაც არ უნდა მოხდეს, „ნაპოლი“ მაინც ანგარიშგასაწევ გუნდად დარჩება.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოდან“ 10 მილიონ ევროდ შეიძინა. „პარტენოპეიში“ ჩატარებულ 31 მატჩში ქართველმა შემტევმა 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მილანთან პირველ თამაშს გამოტოვებს“ - ენრიკო ფედელე ოსიმენის ტრავმაზე
„მილანთან პირველ თამაშს გამოტოვებს“ - ენრიკო ფედელე ოსიმენის ტრავმაზე