გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე, მანრესა
Aa
Aa

შერმადინის 16 ქულა - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე მანრესას მოუგო

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში „ტენერიფემ“ „მანრესას“ უმასპინძლა და 91:84 დაამარცხა. ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი კი გიორგი შერმადინი იყო.

როგორც ყოველთვის, ქართველი კალათბურთელი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. ვეტერანმა ცენტრმა პარკეტზე 29 წუთი და 16 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 16 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.

მსგავსი რაოდენობის ქულები დააგროვეს სასუ სალინმა და ფიტიპალდომ. საერთო ჯამში, გულშემატკივრებმა დაძაბული მატჩი იხილეს. უპირატესობა კი რიგ ეპიზოდებში „მანრესასაც“ ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მორიგი დაპირისპირება 12 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოგებათა სერია შეწყდა - დინამომ იადრანთან წააგო
მოგებათა სერია შეწყდა - დინამომ იადრანთან წააგო