ბაიერნი, ფრაიბურგი
Aa
Aa

დრამატული მატჩი - ფრაიბურგმა ბაიერნი გერმანიის თასიდან გამოაგდო

გერმანიის თასის მეოთხედფინალში მიუნხენის „ბაიერნმა“ „ფრაიბურგს“ უმასპინძლა და მოულოდნელად 1:2 დამარცხდა. „რეკორდმაისტერი“ გერმანიის თასს გამოეთიშა.

გულშემატკივრებმა საკმაოდ მხიარული დაპირისპირება იხილეს. მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, მაგრამ „ბაიერნი“ უფრო აქტიურობდა.

ანგარიში მე-19 წუთზე დაიო უპამეკანომ გახსნა, რასაც 27-ე წუთზე ჰოფლერმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში სიტუაცია არ შეცვლილა და ზუსტად მსგავსი სცენარით წარიმართა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მატჩი დამატებით დროში გადავიდოდა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჰოლერმა გაისროლა და „ფრაიბურგს“ მოაგებინა.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენურ გრანდს ახალი მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი ჰყავს, რომლისთვისაც მეორე შეხვედრა იყო. პირველი დაპირისპირება კი „დორტმუნდთან“ ჰქონდა და 4:2 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამდენიმე გვარმა გაიჟღერა - პსჟ გალტიეს შემცვლელს აქტიურად ეძებს
რამდენიმე გვარმა გაიჟღერა - პსჟ გალტიეს შემცვლელს აქტიურად ეძებს