საბა ვაშაყმაძე
Aa
Aa

17 წლის ქართველი შვეიცარიაში - საბა ვაშაყმაძის წარმატებული სინჯები

17 წლის ქართველი ფეხბურთელი საბა ვაშაყმაძე, რომელიც 2015 წლიდან თბილისის „ლოკომოტივის“ ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, კარიერას შვეიცარიულ „სერვეტეში“ აგრძელებს.

CrystalSport-ი გარკვეულ ინფორმაციას მოგაწვდით, თუ როგორ მოხვდა ქართველი ფეხბურთელი შვეიცარიულ კლუბში. თავდაპირველად, საბამ მისი თამაშის ვიდეო, რეზიუმე და თბილისის „ლოკომოტივის“ რეკომენდაცია „სერვეტეს“ გაუგზავნა, კლუბმა აღნიშნული მასალა შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციას გადაუგზავნა, სადაც აღნიშნულ ასაკზე პასუხისმგებელმა ტალანტების სკაუტმა ვაშაყმაძეს „სერვეტეში“ 2-დღიანი სინჯები შესთავაზა. შეთანხმების მიხედვით, თუ კლუბის მოთხოვნებს დააკმყოფილებდა, „სერვეტე“ პარტნიორ კლუბში დასაკვირვებლად გაუშვებდა, თუმცა საბოლოოდ „სერვეტემ“ სინჯების პერიოდი 1 კვირამდე გაუგრძელა და კლუბში დაიტოვა.

შეთანხმების მიხედვით, საბა შვეიცარიული კლუბის 17-წლამდე გუნდში მინიმუმ წლის ბოლომდე დარჩება, რაც მნიშვნელოვანი დროა კლუბში დამკვიდრებისთვის და პროგრესისთვის.

შვეიცარიის უმაღლესი ლიგის მიმდინარე სეზონში „სერვეტეს“ პირველი გუნდი მეორე ადგილზეა.

საბა ვაშაყმაძე ამპლუით მარცხენა გარემარბია, თუმცა „სერვეტეში“ რამდენიმე პოზიციაზე გამოსცადეს. კერძოდ, მან ორივე ფლანგის მცველის, გამთამაშებლისა და ფორვარდის პოზიციებზე ითამაშა.

შეგახსენებთ, 2015 წლიდან საბა თბილისის „ლოკომოტივის“ ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა. შვეიცარიულ კლუბში გადასვლამდე თბილისის „ლოკომოტივის“ მეორე გუნდში ლაშა ჭაღიაშვილთან მუშაობდა.

საბას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბიძინას აზრი ნაკრებზე - ბიძინა ბარათაშვილი „საგოლე გადაცემა“-ში
ბიძინას აზრი ნაკრებზე - ბიძინა ბარათაშვილი „საგოლე გადაცემა“-ში