ხვიჩა კვარაცხელია, კიმ მინ-ჯე, ფულვიო კოლოვატი
Aa
Aa

„ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება დაკარგონ ტიტული“ - მსოფლიოს ჩემპიონი ნაპოლიზე

1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, „მილანისა“ და „ინტერის“ ყოფილმა მცველმა, 65 წლის ფულვიო კოლოვატიმ Sport on Radio-სთან ინტერვიუში „ნაპოლისა“ და „მილანის“ შესახებ ისაუბრა. ერთ-ერთი კითხვა სტეფანო პიოლისა და ლუჩანო სპალეტის შორის არჩევანის გაკეთებას გულისხმობდა, კოლოვატიმ არჩევანი სპალეტიზე შეაჩერა.

ფულვიო კოლოვატი: „ნაპოლი“ სერია ა-ს ჩემპიონი ხდება, სხვა გუნდებმა ეს შანსი დაკარგეს. არასდროს მომხდარა, რომ რომელიმე გუნდს ჩემპიონატი ასეთი დიდი უპირატესობით მოეგო. „ნაპოლიმ“ ტიტულს დიდებულად და დამსახურებულად იგებს. წინ 10 თამაშია. ვერ ვხედავ, „ნაპოლიმ“ როგორ შეიძლება დაკარგოს ტიტული“.

ფულვიო კოლოვატი „ნაპოლი“ - „მილანზე“: „როსონერიმ“ უკეთ ითამაშა, უფრო მეტი გოლიც დაიმსახურა, „მილანი“ სრულყოფილი იყო, „ნაპოლი“ მისი ჩვეული პერფორმანსისგან შორს იყო“.

კოლოვატი სტეფანო პიოლისა და ლუჩანო სპალეტის შესახებ: „ბოლო მატჩში „მილანი“ უკეთესი იყო, მაგრამ ზოგადად არჩევანს „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელის სასარგებლოდ გავაკეთებ. სპალეტისთვის სრულყოფილი სეზონია. მასთან მუშაობით ისეთმა ფეხბურთელებმა აჩვენეს პროგრესი, როგორებიც კვარაცხელია კიმი არიან, მათ ცოტა იცნობდა“.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 24 მატჩში 12 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-4 ადგილზეა. მას ოსიმენი (21), ლაუტარო მარტინესი (14) და ადემოლა ლუკმენი (13) უსწრებენ. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 31 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი შეასრულა.

სერია ა-ს 28-ე ტურში „ნაპოლი“ „დიეგო მარადონაზე“ „მილანთან“ 0:4 დამარცხდა, რაფაელ ლეაუმ დუბლი შეასრულა. პორტუგალიელის გარდა ბრაჰიმ დიასმა და ალექსის სალემაკერსმა გაიტანეს. „ნაპოლი“ სერია ა-ს 71 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან „ლაციოს“ 16 ქულით უსწრებს. „მილანი“ 51 ქულით მესამე პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუგეშაშვილი თურქეთის სუპერლიგაში? - მის მიმართ დიდი ინტერესია
გუგეშაშვილი თურქეთის სუპერლიგაში? - მის მიმართ დიდი ინტერესია