რობერტო მანჩინი
Aa
Aa

„ნაპოლი ყველა თამაშს ვერ მოიგებს, ეს ბუნებრივია“ - მანჩინი

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუს დროს „ნაპოლისა“ და „მილანის“ დაპირისპირება შეაფასა და განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე რადიკალურად განსხვავებული თამაშები იქნება.

რა თქვა მანჩინიმ:

არ მგონია, რომ „მილანის“ გამარჯვებამ ჩემპიონთა ლიგაზე რამე სხვაობა შექმნას. ეს ტურნირი საერთოდ სხვა რამეა. „მილანმა“ გუშინ დამსახურებულად გაიმარჯვა, „ნაპოლიზე“ კი შეიძლება ითქვას, რომ ყველა თამაშს ვერ მოიგებს და ზოგიერთ მატჩში დამარცხდებიან, ეს ბუნებრივია. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე საერთოდ განსხვავებულ შეხვედრებს ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში „ნაპოლისა“ და „მილანის“ პირველი შეხვედრა სან სიროზე 12 აპრილს გაიმართება, საპასუხო მატჩი კი ნეაპოლში 18 აპრილს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური მედია: “მილანის დაცვამ ხვიჩა გააუქმა“
იტალიური მედია: “მილანის დაცვამ ხვიჩა გააუქმა“