ილია თოფურია, ჯოშ ემეტი
Aa
Aa

მომდევნო მეტოქე ცნობილია! - თოფურია ხუთ რაუნდს იჩხუბებს

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია მომდევნო ბრძოლას ჯოშ ემეტის წინააღმდეგ გამართავს. ინფორმაცია  Fightbookmma-ზე ვრცელდება.

გამოცემის ცნობით, ბრძოლა UFC Fight Night-ის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება იქნება და მებრძოლებს 5 რაუნდის ჩატარება მოუწევთ. შესაბამისად, ორგანიზაციაში ყოფნის პერიოდში, თოფურიასთვის ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც 5 რაუნდის განმავლობაში იბრძოლებს. ორთაბრძოლის ჩატარების ადგილი ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა ცნობილია დრო. საქართველოს დროით შეხვედრა 18 ივნისს, ადგილობრივი დროით კი 17 ივნისს გაიმართება.

ილია თოფურიამ ბოლო ბრძოლა 2022 წლის დეკემბერში, ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ვადაზე ადრე, შებოჭვით დაამარცხა. MMA-ში ქართველი მებრძოლის ბალანსი 13:0-ზეა და ნახევრადმსუბუქი წონითი კატეგორიის დივიზიონში მე-9 ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება ილიას მეტოქეს, 38 წლის ჯოშ ემეტი ნახევრადმსუბუქი წონითი კატეგორიის მე-5 ნომერია. MMA-ში ამერიკელმა მებრძოლმა 21 ბრძოლა გამართა და 18 შეხვედრაში გაიმარჯვა, სამში კი დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თეთრი ფაფახი VS შავი ფაფახი | ნურმაგომედოვი ამბობს, რომ მერაბთან ჩხუბი შესთავაზეს
თეთრი ფაფახი VS შავი ფაფახი | ნურმაგომედოვი ამბობს, რომ მერაბთან ჩხუბი შესთავაზეს