ნეიმარი
Aa
Aa

აზარტული თამაშები - ნეიმარმა მილიონი ევრო წააგო

როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარს ტრავმა აქვს და მიმდინარე სეზონი მისთვის დასრულებულია. ახალი არავისთვის არის, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ვიდეო სიმულატორებით არის გატაცებული, მაგრამ უარს არც აზარტულ თამაშებზე ამბობს.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „პარი სენ ჟერმენის“ შემტევმა ონლაინ აზარტულ თამაშში 5 მილიონი ბრაზილიური რეალი(დაახლოებით ერთი მილიონი ევრო) წააგო. შემდეგ კი LIVE-ში გავიდა და გულშემატკივრებს თავისი ემოცია აჩვენა.

როგორც ჩანს, ნეიმარს მილიონი ევროს წაგება არ აწუხებს და ამ ფაქტს იუმორისტულად მიუდგა. 31 წლის ფეხბურთელმა სელინ დიონის “My Heart Will Go On”(ფილმ „ტიტანიკის“ მუსიკა) ჩართო და ტირილის იმიტაცია გააკეთა, ხოლო შემდეგ ბევრი იცინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვიტესის ირიბი დაფინანსება აბრამოვიჩისგან - კავშირი მერაბ ჟორდანიასთან
ვიტესის ირიბი დაფინანსება აბრამოვიჩისგან - კავშირი მერაბ ჟორდანიასთან